ბოლო ამბები
ივნისი 14, 2024

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის არის მოწამლული და მდგომარეობა ბევრად მძიმეა

ივნ28,2023
გაზიარება

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის არის მოწამლული და მდგომარეობა ბევრად მძიმეა, სწორედ ამიტომ არ უშვებენ მასთან ევროკავშირის ქვეყნების ექიმებს, რათა მოწამვლის კვალი არ აღმოაჩინონ.

ამის შესახებ მის ფეისბუქ პოსტში წერია, რომელიც მისსავე გვერდზე გამოქვეყნდა:

“ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომელიც მზადაა ნებისმიერ მომენტში ჩემს გასასინჯად ჩამოსასვლელად, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს. ხან რას იგონებენ, ხან რას.

თავისი “ჟულიკური” სქემებით, როგორც ნამდვილი კრიმინალები, გამოირჩევიან სრული ცრუპენტელობით.

„პრემიერი“ და ,,იუსტიციის მინისტრი“ საჯაროდ ამბობენ “ როცა უნდა მაშინ შემოვიდნენო” და მერე ყველაფერს აბრალებენ პენიტენციურ დეპარტამენტს.
რატომ არ უშვებენ? იმიტომ, რომ ეშინიათ ევროკავშირმა არ აღმოაჩინოს მოწამვლის კვალი, არ თქვას, რომ მდგომარეობა ბევრად მძიმეა ვიდრე ესენი აღწერენ.

ამასთანავე წელავენ დროს, რათა სტრასბურგში დროულად არ მოხდეს ინფორმაცია, როგორც სპეციალურად არ შემოუშვეს მისია მაშინ, როცა დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხი წყდებოდა, რათა სასამართლო დაჰყრდნობოდა პენიტენციური დეპარტამენტის და მათი კონტროლირებადი “ვივამედის” მასალებს.”– წერს მიხეილ სააკაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა