ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რუსეთისა და მასთან ასოცირებული პირების წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გასაძლიერებლად – ზელენსკი

265
ნახვა/წაკითხვა

“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რუსეთისა და მასთან ასოცირებული პირების წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გასაძლიერებლად”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც კრამატორსკში, რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია.

“ყველა, ვინც რუს ტერორისტებს სიცოცხლის განადგურებაში ეხმარება, მაქსიმალურ სასჯელს იმსახურებს.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რუსეთისა და მასთან ასოცირებული პირების წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გასაძლიერებლად. მათ უნდა იგრძნონ, რომ მათი ტერორის ფასი მხოლოდ გაიზრდება.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გლობალურ სამართლებრივ მუშაობას, რათა საერთაშორისო ინსტრუმენტებმა როგორმე იმუშაონ ყველა რუსი ტერორისტის და თავად აგრესორი სახელმწიფოს დასასჯელად.”- განაცხადა ზელენსკიმ.

ავტორის შესახებ

IMG.GE ___________________________ IMG.GE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here