ბოლო ამბები
11/11/2024

უამრავი შეურაცხყოფა და ცილისწამება მომისმენია და დღემდე ვისმენ ჩემს მიმართ, მაგრამ ჩემმა შვილმა იცის, რომ ეს ტყუილი და ცილისწამებაა

გაზიარება

“მე მესმის, რომ ადამიანს “უტყდება” რუსეთუმეს რომ ეძახიან და ეს მის შვილებს ესმით. შვილებს კი “უტყდებათ” თავის მეგობრებთან, რომ მამამისს ასე მოიხსენიებენ.

უამრავი შეურაცხყოფა და ცილისწამება მომისმენია და დღემდე ვისმენ ჩემს მიმართ, მაგრამ ჩემმა შვილმა იცის, რომ ეს ტყუილი და ცილისწამებაა. ამიტომ არც არასოდეს შემრცხვენია და ჩემი შვილიც ყოველთვის წელგამართული იყო და არის.

პრობლემა ის კი არ არის, რას გეძახიან… პრობლემა ის არის, თუ ამას იმსახურებ”- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ მიმართ “პრორუსების” დაძახების შემთხვევაში საკადრის პასუხს მიიღებენ.

სხვა ამბების წაკითხვა