ბოლო ამბები
17/01/2025

ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გადასცემენ

გაზიარება

“მთავარი არხი”-ს დამფუძნებელი პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტთა დაცვის  კომიტეტის CPJ-ის  ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

ყოველწლიურად 4 კანდიდატი ირჩევა. წელს ამ 4 ადამიანში ერთ-ერთი სწორედ ნიკა გვარამიაა. ღონისძიება 2023 წლის 16 ნოემბერს, ნიუ-იორკში გაიმართება, რომელსაც გაუძღვება მერედიტ კოპიტ ლევიენი, The New York Times Company-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.

ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კი ნიკა გვარამიაზე ვკითხულობთ:

“გვარამია არის 2019 წელს დაარსებული დამოუკიდებელი მაუწყებლის “მთავარი არხი”-ს დამფუძნებელი და დირექტორი.

გვარამია, რომელიც ჟურნალისტიკაში 2012 წლიდან მუშაობს, მანამდე სამთავრობო თანამდებობა ეკავა და ოპოზიციის ლიდერისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იურიდიულ გუნდში მუშაობდა.

როგორც ტელეწამყვანი, გვარამია ცნობილი იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ მწვავე კრიტიკით. მისი შოუ ხშირად ასახავდა გამოძიებას, რომელიც ამხელდა ხელისუფლების სავარაუდო კორუფციას და ბოროტად გამოყენებას და აშუქებდა საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ მიკერძოებას.

მან 2023 წლის ივნისში პრეზიდენტის შეწყალებამდე მოიხადა 1,5 წელზე მეტი სასჯელი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

გვარამიამ უარყო ბრალდებები, რომლებიც ფართოდ გააკრიტიკეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

გვარამია ერთადერთი ჟურნალისტია საქართველდან, რომელსაც პატიმრობა მიუსაჯეს საპასუხოდ, მას შემდეგ რაც “CPJ-მ 1992 წლიდან დაიწყო დაპატიმრებული ჟურნალისტების აღრიცხვა ” – წერია ინფორმაციაში.


სხვა ამბების წაკითხვა