ბოლო ამბები
12/10/2024

კიდევ ბევრია საცემი – ფრიდონ ინჯია ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კანონით დასჯის ინიციატივით გამოდის

გაზიარება

როგორც ცნობილია ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი”– განაცხადა პარტია “ევროპელი სოციალუსტები”-ს ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ დღეს, პარლამენტში, პრემიერ-მინისტრისადმი დასმული კითხვისას.

მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ არ არსებობს კანონი ცილისწამების შესახებ.

“და მიზეზი რა არის? მე ვფიქრობ ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არმიღება.

თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას აკრძალავს და ცილისწამებას, თუნდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სია შემცირდეს.

ეს ეხება ასევე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს. აკრძალვა კი არა, აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების, სადაც პროპაგანდა არ უნდა იყოს.

ასეთი კანონები მზად აქვს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს, მაგრამ თუ თქვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს ამას, აზრი არ აქვს შევიტანოთ, ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ.

იქნება მხარდაჭერა? სადამდე უნდა იცემონ ესენი და რამდენია კიდევ საცემი! და ამას თქვენ უწყობთ ხელს, იმიტომ, რომ არ არის კანონი და ხართ ისე რა – არც იქით, არც აქეთ და თამაშობთ”- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

სხვა ამბების წაკითხვა