ბოლო ამბები
აპრილი 16, 2024

ლევან ბეჟაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას” მიხეილ სააკაშვილისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი

ივნ30,2023
გაზიარება

ლევან ბეჟაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას” მიხეილ სააკაშვილისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტში, ირაკლი ღარიბაშვილს განუცხადა.

“რატომ ატყუებთ საზიგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელია? რატომ არ უშვებთ ევროკავშირის სამედიცინო მისიას და უკვე მე-6 თვის განმავლობაში სხვადასხვა ხრიკების მეშვეობით არ აძლევთ საშუალებას პოლონელი ექიმების მისიას, რომ დადონ ობიექტური დასკვნა.

რატომ არ უშვებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ევროპარლამენტარებს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად?

რატომ არ უზრუნველყოფთ სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშვილის ჩართვას ვიდეოზარით, რომ საზოგადოებამ ნახოს რა მდგომარეობაშია და რატომ გსიამოვნებთ ასე ლაღად საუბარი იმაზე, რომ თურმე, მიხეილ სააკაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი და ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი მაშინ, როდესაც ბოდიში გაქვთ მოსახდელი იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს, ბელადს კი არა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამ მდგომარეობაში ამყოფებთ”- განუცხადა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს.

სხვა ამბების წაკითხვა