ბოლო ამბები
ივნისი 14, 2024

მოგეხსენებათ, როგორი კრიტიკა იყო ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს ყარაულებად ვიმეტებდით ჩვენს ახალგაზრდებს, ეს დასრულდება, წვევამდელებს გავიწვევთ მხოლოდ ჯარში, თავდაცვის უწყებაში

ივნ30,2023
გაზიარება

მოგეხსენებათ, როგორი კრიტიკა იყო ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს ყარაულებად ვიმეტებდით ჩვენს ახალგაზრდებს,ეს დასრულდება, წვევამდელებს გავიწვევთ მხოლოდ ჯარში, თავდაცვის უწყებაში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

„ჩვენ აქტიურად დავიწყებთ ახალ სისტემაზე გადასვლას. თქვენ იცით, რომ სტუდენტებისთვის ახალი ინიციატივა გვაქვს. სტუდენტი თუ გადაწყვეტს, რომ ჩაერთოს ამ პროგრამაში, ეს იქნება 4 წლიანი პროგრამა, სწავლის დროს თუ წელიწადში ერთი თვეს დაჰყოფს სამხედრო ბაზაზე და ჩაერთვება ამ პროგრამაში, 4 წლის თავზე, ანუ 4 თვის განმავლობაში სრულად უნდა ჰქონდეს გატარებული სამხედრო ბაზებზე, მას ჩაეთვლება მოხდილად სამხედრო სავალდებულო სამსახური, ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა , რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. მეორე ინიციატივა ,ეს ყველაფერი დამუშავებულია და თქვენ წარმოდგენილი გაქვთ.

ჯამში ჩვენ ყოველწლიურად შევძლებთ, 4-დან შეიძლება, დავიწყებთ 4 ათასი რეზერვისტით, უფრო სწორედ ახალგაზრდით და შემდეგ შეიძლება რამდენიმე ათასზე ავიდეთ. ჩვენი გათვლებით შეიძლება 6-7 წლიან პერსპექტივაში ყოველ წელს 10 ათასი რეზერვისტი მივიღოთ. ეს ძალიან დიდი ძალაა, ამას სჭირდება ძალიან დიდი მომზადება, ჯარი ემზადება ამისთვის და ასევე, ჩვენ ვიწყებთ რეკრუტირების ცენტრების მშენებლობას, ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას რეკრუტირების ცენტრები და ვფიქრობ ძალიან სასარგებლო ინიციატივებია.

ასევე, ჩვენ ეხლა დაწყებული გვაქვს ჯარის ბანაკები. გვინდა უფრო მეტი სკოლის მოსწავლე და სტუდენტი ჩავრთოთ ჯარის ბანაკებში. არა გირჩის ბანაკებში, ზურა – გირჩის და არა თქვენს ბანკებში და ანტიეროვნულ ბანაკებში, არამედ რეალურად ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარის ბანაკებში. ეს დაწყებულია. ამას გავაფართოვებთ, განათლების სისტემაში ამ თემის ინტეგრირება ხდება აქტიურად, აუცილებელია უფრო მეტი დრო დაეთმოს სკოლაში სამხედრო განათლებას და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან მალე შეცვლის და მოგვცემს კონკრეტულ შედეგებს. გაწვევა მოხდება მხოლოდ თავდაცვის სისტემაში, სალაპარაკო აღარ ექნებათ ჩვენს ოპონენტებს, მოგეხსენებათ, როგორი კრიტიკა იყო მათი მხრიდან, რომ თითქოს ყარაულებად ვზრდით ჩვენს ახალგაზრდებს და ვიმეტებთ და აშ.. ეს აღარ განმეორდება, ეს დასრულდება, ყველა სხვა უწყება, ძალოვანი უწყებები აიყვანენ საკონტრაქტო ხელშეკრულებით თანამშრომლებს და წვევამდელებს გავიწვევთ მხოლოდ ჯარში, თავდაცვის უწყებაში.

ასევე იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ და ავაშენეთ ორი წლის წინ ჯარის ქალაქი. 1000- ზე მეტი სამხედრო მიიღებს. სექტემბერში გვინდა, რომ გადავცეთ ბინები, 1000 ზე მეტი სამხედრო მიიღებს ბინას მახათაზე ჯარის ქალაქში და რაც მთავარია, კოდექსით გაიწერა, საკანონმდებლო დონეზე გაიწერა, რომ ეს პროცესი არ იქნება ერთჯერადი, ანუ ეს პროექტი იქნება განგრძობადი და ჩვენ ყოველ 2 თუ 3 წელიწადში დავიწყებთ ამ პროექტს. სჭირდება ჩვენს ჯარს უფრო მეტი დაფასება ,უფრო მეტი დახმარება და ეს უნდა იყოს ჩვენი ვალდებულება, ისევე როგორც პოლიციისთვის, ჩვენს საამაყო პოლიციას მინდა მადლობა ვუთხრა და აქვე მინდა გავიხსენო როგორ იქცეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები .ეს არის შიდა მტრების მიერ დაგეგმილი ქმედებები“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა