ბოლო ამბები
21/03/2025

დღეს დააანონსეს, რომ შემდეგი თავდასხმა განხორციელდება ჩემზე – ნოდარ მელაძე (ვიდეო)

გაზიარება

დღეს 30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვახტანგ შაქარიშვილმა და მიხეილ მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულის მხარდასაჭერად მისულმა პირებმა დაანონსეს, რომ შემდეგი თავდასხმა განხორციელდება ჩემზე, რაც წარმოადგენს, სისხლის სამართლის კოდექსის 151- ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.”- წერს სოციალურ ქსელში ტვ “პირველი”-ს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, რომელიც ამის დასტურად ვიდეომასალას აქვეყნებს სასამართლო დარბაზიდან, სადაც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის პროცესი იწყებოდა.

“ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა განხორცილედა ჩემი პროფესიული საქმიანობის, საგამოძიებო ჟურნალისტიკის გამო, მუქარა განხორციელდა ჯგუფის მიერ, რომელთა ყველა წევრის იდენტიფიცირება ამ ვიდეომასალით არის შესაძლებელი.

ჩვენი გუნდის მიერ გამოძიებული საქმეებიდან და აღნიშნული პირების ხელისუფლებასთან დადასტურებული კავშირიდან გამომდინარე, ჩვენ გვიჩნდება რწმუნება, რომ ჩვენი გუნდის რომელიმე წევრზე დაანონსებული თავდასხმის დამკვეთები, არიან საქართველოს მთავრობის ის მაღალჩინოსნები, რომელთა უკანონო საქმიანობა გამოაშკარავდა ჩვენი გუნდის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე.
ეს საჯარო განცხადება წარმოადგენს გამოძიების დაწყების საკმარის საფუძველს.”- წერს ნოდარ მელაძე.

სხვა ამბების წაკითხვა