22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ეს კანონი არ არის საჭირო, მას ექნება გამანადურებელი გავლენა – კელი დეგნანი (ვიდეო)

მულტი მედია•
სარეკლამო ბანერი

ამერიკის ელჩის განცხადებით, არ წყვეტენ ძალისხმევას დაარწმუნონ საქართველოს მთავრობა, რათა  არ მიიღოს კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებთან დაკავშირებით.

ამის შესახებ კელი დეგნანმა დღეს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, მისი მიღება არ არის აუცილებელი, რადგან ისედაც არსებობს გამჭვირვალობა იმ უცხოურ დახმარებებებზე, რაც საქართველოში გამოიყოფა.

ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა და გამოიწვევს იმ ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ ქართველების, ამ ქვეყნის დასახმარებლად. ეს კანონი არ არის საჭირო და არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს

არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს კანონპროექტი – განაცხადა კელი დეგნანმა.