ბოლო ამბები
ივლისი 25, 2024

“დინამო თბილისი” ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტს საფრთხისშემცველად აფასებს

მარ6,2023
გაზიარება

საფეხბურთო კლუბი  “დინამო  თბილისი” ეხმიანება “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტს უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებთან დაკავშირებით და განცხადებას ავრცელებს:

“დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.

როგორც ჩვენ ფეხბურთს, ისევე ჩვენ ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას.”- ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ამბების წაკითხვა