ბოლო ამბები
10/09/2024

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩაერთო (ვიდეო)

გაზიარება

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ის რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კვლავ ჩაერთო პირდაპირ ეთერში და ქართული ოცნება კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მისი ჯანმრთელობის გაუარესებაში.

ყოფილი პრეზიდენტი ბოდიშის მოხდას ითხოვს ხელისუფლებისგან მისი ამ მდგომარეობის გამო.

სააკაშვილმა მის თანამოაზრეებს და მხარდამჭერებსაც მიმართა:

“მე მინდა ვუთხრა ყველა მხარდამჭერს, რომ ჩვენ ახლა გვინდა ერთიანობა, გვინდა სიძლიერე, ჩვენ უნდა ვასხივებდეთ სიძლიერეს, ვინაიდან, შეშინებული, დამფრთხალი ხელისუფლება, ასხივებს სისუსტეს და შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ მე ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან, ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ, ძალიან მხნედ ვარ… საქართველოს წინაშე მე დანაშაული არ ჩამიდენია” –  თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე”

 

სხვა ამბების წაკითხვა