22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

“კეზერ” გაგიბაზრდა. სქრინი შიდა წრიდან რომ გამოვიდა, ფაქტია – ელისო კილაძე

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ელისო კილაძე დავით კეზერაშვილს მიმართავს:

“კეზერ, კვლევებს რომ აყალბებ – გაგიბაზრდა. სქრინი რომ შიდა წრიდან გამოვიდა,-ფაქტია!

ახლა შენს დირექტივაზე: (მოვიდა სიგნალი) მოძებნეთ კომპრომატები კილაძეზე,არ გააჭაჭანოთ ეთერ(ებ) ში, ყველა მის მოწინააღმდეგეს გვერდით დავუდგები
ასემც გიქნია,ჯღარკავა მიგიყვანია ტელევიზიაში, მე ეგ არ ვიდარდო.

ერთი გოგაშვილმა აგაშენა და მეორე სხვები დაგამშვენებენ. ქოლცენტრიდან სალამი”– წერს ელისო კილაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა “ფორმულას” დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების ის ნაწილი, რაც ეთერში არ მოხვდა, კერძოდ ის, რომ “ქართულ ოცნებას” თბილისში და თბილისს გარეთ უფრო მეტი ხმა აქვს, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას.

ელისო კილაძის შეფასებით, ეს განპირობებულია იმით, რომ ნაციონალურ მოძრაობას კეზერაშვილი მართავს, რამაც რეიტინგის ვარდნა გამოიწვია.