22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

კახა კალაძე ზელენსკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია.

„მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობები ორმხრივია. ცალმხრივი არაფერი ვარგა.
გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში,
თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: თუ გადავხედავთ ისტორიას, ქართველი და
უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრობდა, ერთმანეთის გვერდით იდგნენ. რა
თქმა უნდა, ამ ურთიერთობას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ყველაფერს
გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს.

ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ. ეს ჩანს მთელი იმ პოლიტიკის
განმავლობაში, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ აწარმოებს. დღეს
პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, რომ ჩვენ
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის
ურთიერთობები არსებობდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამ თემაზე:

სააკაშვილის გადაცემის საკითხზე ზელენსკი საქართველოს ელჩს იბარებს და თბილისში გზავნის