ბოლო ამბები
06/10/2024

რა იყო არასწორი – ნიკა გვარამიას შენიშვნები ნაც.მოძრაობას

გაზიარება

ნიკა გვარამია ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს სააკაშვილთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ არასწორი იყო ნაც.მოძრაობის მიერ მთავარი ხაზის მოხსნა, რომელიც სააკაშვილის პოლიტპატიმრობასა და მის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას ეხებოდა.

“რა იყო არასწორი:
1. არ უნდა მოხსნილიყო/გაბუნდოვანებულიყო მთავარი ხაზი – პოლიტპატიმრობა და არაჰუმანური მოპყრობა და არ მომხდარიყო სრულად გადართვა ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობაზე;

2. არ უნდა ყოფილიყო განცხადებები მიშას საქართველოს პოლიტიკიდან წასვლაზე – ან რატომ უნდა წავიდეს, ან რისთვის გაკეთდა ეს განცხადებები საერთოდ, თეორიულადაც ვერაფრის მომტანი, უკუეფექტის გარდა;

3. სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა იყო, ჩემის აზრით, მცდარი. უარი ამაზე 99%ით პროგნოზირებადი იყო სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, და არა იმის გამო, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტრასბურგმა მძიმედ არ მიიჩნია.
სასამართლოს უარი კი სწორედ ასე “გაყიდა” ოცნების პროპაგანდამ – “სტრასბურგმა დაადგინა, რომ არაფერი არ ჭირს”, რაც ცხადია ტყუილია, მაგრამ იმუშავა.”- წერს ნიკა გვარამია.

სხვა ამბების წაკითხვა