ბოლო ამბები
აპრილი 24, 2024

ამ საზიზღრობას გვატენიან – ჭამეთ, მხსნელიაო, ეს ღორები – თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

ივლ7,2023
გაზიარება

სააკაშვილი განასახიერებს ოპოზიციას იქამდე, სანამ ელექტორალურ საფუძველს არ გამოვაცლით ქართული საზოგადოების დემორალიზაციის უშრეტ წყაროს. ​

დაიმახსოვრეთ, რომ ამ დემორალიზებული ჩმორით ოპოზიციის სათავეში, საქართველო რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებს და რუსულ ჭაობში ჩარჩება. – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 “გახსოვდეთ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი სააკაშვილია. სააკაშვილი განასახიერებს ოპოზიციას იქამდე, სანამ ელექტორალურ საფუძველს არ გამოვაცლით ქართული საზოგადოების დემორალიზაციის უშრეტ წყაროს. დაიმახსოვრეთ, რომ ამ დემორალიზებული ჩმორით ოპოზიციის სათავეში, საქართველო რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებს და რუსულ ჭაობში ჩარჩება. რამე რომ მოიგო, მორალური უპირატესობა გჭირდება.

ეს ხელოვნურად, მედიით და ფულით შანტაჟით მოტივტივე არარაობა, უნდა განადგურდეს პოლიტიკურად თუ წინსვლა გვსურს. პოლიტიკურად უნდა განადგურდეს ყველა, ვინც ამ დემორალიზებულ, უკბილო მონსტრს წყალს უსხამს, ვირტუალურ რეალობას უქმნის, კონკურენტებს უვიწროვებს და საქართველოს რუსული ჭაობისთვის წირავს. ესაა სიმართლე და ამას წყალი არ გაუვა. წადით და მიჩივლეთ.

P.S –  თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას და ამ საზიზღრობას გვატენიან – ჭამეთ, მხსნელიაო, ეს ღორები!” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

სხვა ამბების წაკითხვა