ბოლო ამბები
07/02/2025

თქვენ გვერდით ვართ – დიანა ტრაპაიძე პრაიდის ორგანიზატორებს

გაზიარება

“თქვენ გვერდით ვართ”- მიმართა დიანა ტრაპაიძემ მის გადაცემაში ჩართვაზე მყოფ “თბილისი პრაიდი”-ს დირექტორ ანა სუბელიანს, რომელიც 8 ივლისს დაგეგმილ დახურულ ღონისძიებასა და ამ შეკრების საწინააღმდეგო დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საუბრობდა.

სუბელიანის თქმით, ადამიანებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ თავისუფლად გამოხატონ მათი პოზიცია და ისაუბრონ საკუთარ ორიენტაციაზე.

მისი თქმით, თუ შემოიღეს კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, შემდეგ უკვე მათ კიდევ უფრო შეავიწროებენ და აღარ კონფერენციის ჩატარების საშუალებას მისცემენ და დადგება დღე, როდესაც უკვე სახლში მიაკითხავენ და იძალადებენ მათზე.

სხვა ამბების წაკითხვა