ბოლო ამბები
12/12/2024

ხვალ რაღაც გამოგონილი აქციაა, გაბრაზებული დედები და აღშფოთებული “ქართული ოცნების” ყმაწვილები – ლაშა ბუღაძე

გაზიარება

„რომელ ცივილიზებულობაზე ვლაპარაკობთ? ხვალ რაღაც გამოგონილი აქციაა, გაბრაზებული დედები და აღშფოთებული “ქართული ოცნების” ყმაწვილები.

ორ პარადიგმაშია ქართული ოცნება — ქვები და საჯდომი. ქვების სროლა და უკანალის დაცვა,“ – განაცხადა ლაშა ბუღაძემ 7 ივლისს, გადაცემა “დაკარგულ დროში”.

მან შეაფასა ბოლო დღეების მოვლენები, როდესაც ნაც.მოძრაობის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ და ქვები ესროლეს.

მან ასევე ისაუბრა 8 ივლისს, ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამ მოვლენების შემხედვარეს,  უჩნდება კითხვა – “რა ევროპა”?, როდესაც ასეთი ადამიანები არიან ამ ქვეყანაში, რომლებსაც ცივილიზაციასთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

ბუღაძის თქმითვე, “ქართული ოცნება” გამოგონილი თემებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

სხვა ამბების წაკითხვა