ბოლო ამბები
10/09/2024

შენნაირებისგან გათავისუფლებით იზეიმებს საქართველოც და უკრაინაც მტერზე გამარჯვებას – არახამია კობახიძეს პასუხობს

გაზიარება

დავით არახამია პასუხობს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მას სამძშობლო არ აქვს.

“შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში. მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებ და სინამდვილეში რუსეთია შენი სამშობლო, სადაც გაქცევა მოგიწევს, რადგან სხვაგან არსად მიგიღებენ.

შენნაირებისგან გათავისუფლებით იზეიმებს საქართველოც და უკრაინაც მტერზე გამარჯვებას, რასაც როგორც ხედავ, წარმატებით ვახერხებთ.”- წერს არახამია.

სხვა ამბების წაკითხვა