ამერიკის საელჩო “თბილისი პრაიდი”-ს ღონისძიების ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

862
ნახვა/წაკითხვა

ამერიკის საელჩო თბილისი პრაიდის ღონისძიების ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.”- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

___________________________