როკ ენდ როლის დედოფლად აღიარებული ამერიკელი მომღერლის, თინა ტერნერის ცხედარს კრემაცია (დაწვა) ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა “Radar Online” ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ტერნერს სურდა, რომ მისი ბოლო განსასვენებელი ყოფილიყო სადმე ახლოს და მისთვის ძვირფას ადგილზე, თუმცა ზუსტი ადგილსამყოფელი, თუ სად არის მისი ფერფლი, გასაიდუმლოებულია.
ბობოქარი და ვარსკვლავური ცხოვრების მიღმა, მომღერალს ძალიან სევდიანი ცხოვრება ჰქონდა, რადგან სიცოცხლეშივე მოესწრო მისი ორი ვაჟის გარდაცვალებას.
2018 წელს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი პირველი ვაჟი კრეგ ტერნერი. როგორც წყაროები ამბობენ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
2022 წლის 8 დეკემბერს კი მეორე ვაჟი, რონი ტერნერი, მსხვილი ნაწლავის კიბოთი, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კრეგ ტერნერს, დედის მსგავსად კრემაცია (დაწვა) ჩაუტარდა და მისი ფერფლი კალიფორნიის სანაპიროზე მიმოფანტა, ამის ამსახველი ფოტო კი “ტვიტერზე” გამოაქვეყნა წარწერით:
“ჩემი, როგორც დედის სევდიანი მომენტი, 2018 წლის 19 ივლისს, მე საბოლოოდ ვემშვიდობები ჩემ ვაჟს, კრეგ რეიმონდ ტერნერს, როდესაც შევიკრიბეთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მისი ფერფლის გასაფანტად კალიფორნიის სანაპიროზე.
როდესაც ის დაიღუპა ტრგიკულად, 51 წლის იყო, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნებოდა”- წერდა თინა ტერნერი 2018 წელს ტვიტერზე.
თინა ტერნერი 2023 წლის 24 მაისს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ სახლში, შვეიცარიაში.
როგორც ცნობილია მომღერალს ინსულტი და სიმსივნე ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზად სწორედ ეს სახელდება.
მომზადებულია Multimedia.ge-ს მიერ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს