ლგბტ აქტივისტები დღეს ლისზე, იმ ადგილზე იმყოფებოდნენ, სადაც 8 ივლისს, მოწინააღმდეგეებმა მათ ფესტივალის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს.
შეკრების მონაწილეებმა დღეს პერფორმანსი გამართეს პროტესტის ნიშნად, რომელიც ჩაშლილ ღონისძიებას ეხებოდა.
” ისევ ვიბრძოლებთ საბაზისო სიკეთეებისთვის თქვენთან ერთად.
დღეს საზოგადოება უკეთ ხედავს სიმართლეს, ვიდრე გუშინ.
დღეს საზოგადოება უფრო მეტადაა ჩვენ მხარეს, ვიდრე გუშინ. ეს ბრძოლა მაინც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება! მადლობა ყველას ულევი სითბოსთვის და თანადგომისთვის”– წერს თამარ ჯაყელი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს