ბოლო ამბები
11/11/2024

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა ტელეკომპანია “ფორმულა”-ს სიცრუეში ადანაშაულებს

გაზიარება

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა ტელეკომპანია “ფორმულა”-ს სიცრუეში ადანაშაულებს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიარეთ.
ეს გადაცემა არის ტყუილზე აწყობილი და ასეთი გადაცემების კეთება სირცხვილია.

ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას გიორგი ბეგლარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,უბრალოდ მინდა განვმარტო რომ გიორგის გარდაცვალება არანაირ კავშირში არ არის ჩემი შვილის საქმესთან, გიორგი პირადად დამიკავშირდა რამდენიმე თვის წინ და მითხრა რომ შეეძლო კამერების გასუფთავება რაზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ, იგი არანაირ ვიდეოს არ ფლობდა სადაც ნაჩვენებია მკვლელი, ეს არის ტყუილი და  “ფორმულა”-ს მიერ შეთხზული ისტორია! გრცხვენოდეთ ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა, გრცხვენოდეთ.”- წერს ნატო ხუტაშვილი.

იხილეთ რეპორტაჟი, რასაც გარდაცვლილი გოგონას დედა ტყუილზე აგებულს უწოდებს:

სხვა ამბების წაკითხვა