ევროპარლამენტის მიწვევით, ნიკა გვარამია სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები, რომელიც საქართველოში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გაიმართება და დასრულდება შემაჯამებელი პრესკონფერენციით.
“ამჟამად სტრასბურგში ვარ, ევროპარლამენტის მოწვევით. საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები დაიგეგმა საქართველოში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების პრობლემებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე შექმნილ საერთაშორის კონტექსტში. ასევე დაგეგმილია შემაჯამებელი პრესკონფერენცია.”– წერს ნიკა გვარამია ფეისბუქში.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს