22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მიიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი – ვოლოდიმირ ზელენსკი

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მიიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს “ტელეგრამის არხზე” და ეხმიანება ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტს.

„უკრაინა წარმოდგენილი იქნება ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე, რადგან ეს პატივისცემაა, მაგრამ უკრაინაც იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირება უკრაინის გარეშე განიხილება და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ეს ფორმულირება მხოლოდ მიწვევას ეხება და არა უკრაინის წევრობას.

როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მიიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში რჩება ვაჭრობის შესაძლებლობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, გააგრძელოს ტერორი მომავალში“, – წერს ზელენსკი.