ვახო სანაიას პოსტი სოციალურ ქსელში:
“ერთი საკითხი მაინტერესებს.
ივანიშვილის დავალებით, სასულიერო პირები მასობრივად ჩაწერეს საძინებლებში, დაარქივეს და სეიფში უდევთ. აშანტაჟებენ და ათასი საძაგლობისთვის იყენებენ.
მე, ვახო სანაიამ კრებსებში აღწერილი პირადი ცხოვრების ფაქტები საგულდაგულოდ დავიცავი. გასაჯაროება კი არა, ყველას ავუკრძალე პროფესიული თუ პირადი ცნობისმოყვარეობის გამო ჩემთვის რაიმე შეკითხვის დასმაც კი ამ თემაზე.
უფრო მეტიც, ყველანი უსიტყვოდ შევთანხმდით, რომ იდენტიფიცირება გამოირიცხოს და თუ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე იმ კრებსებიდან რაიმე ინფორმაციის გასაჯაროება იყო აუცილებელი, მკაცრად და მილიონჯერ ვამოწმებდი რაიმე პირადი არ გაპარულიყო და ვინმეს არ ამოეცნო.
შეკითხვა – მე როგორ ვარ ეკლესიის მტერი და ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ეკლესიის დამცველები ? რეგვენი თუ არაა ადამიანი, ამის მიხვედრას რა უნდა ?!”- წერს სანაია.