ბოლო ამბები
13/09/2024

ნინო ლომჯარია ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

გაზიარება

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ახალ თანამდებობაზე დაინიშნა, კერძოდ, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელად.

ამის შესახებ ინფორმაცია ნინო ლომჯარიამ ფეისბუქზე გაავრცელა:

“ჩემთვის პატივია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ადამიანის უფლებების ცენტრს ვუხელმძღვანელებ.

მიხარია, რომ 5 წლიანი პაუზის შემდგომ აკადემიურ სფეროში ისევ მექნება საქმიანობის გაგრძელების და სტუდენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, თან ასეთ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად

გვაქვს ამბიციური გეგმები, გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების სწავლება როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული მიმართულებით; ადამიანის უფლებების საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს ბევრ სიახლეს ვპირდებით, ხოლო მათ, ვინც ჯერ არ დაინტერესებულა, აუცილებლად დავაინტერესებთ”- ამბობს ნინო ლომჯარია.

სხვა ამბების წაკითხვა