ბოლო ამბები
21/04/2025

სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ ჩვენს ხალხს საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობისა და თუნდაც სიცოცხლის ფასად ამ ბრძოლაში დავეხმარო

გაზიარება

“სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ ჩვენს ხალხს საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობისა და თუნდაც სიცოცხლის ფასად ამ ბრძოლაში დავეხმარო”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში:

ამერიკის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ისევე, როგორც ბელარუსებს და მოლდოველებს ბრძოლისაკენ მოუწოდა. დააკვირდით, რომ არც ბელარუსი და არც მოლდოვა ფორმალურად ნატო-სკენ არ მიისწრაფვიან.

ჩემი პრეზიდენტობის დროს, საქართველოს მოიხსენიებდნენ როგორც სახელმწიფოს, რომელიც სანიმუშო იყო რეგიონში. ახლა კი ბელარუსული რეჟიმის გვერდზე გვახსენებენ და არა საქართველოს მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს მოუწოდებენ ბრძოლისკენ.

დიახ, ჩვენ ვიბრძოლებთ და სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ ჩვენს ხალხს საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობისა და თუნდაც სიცოცხლის ფასად ამ ბრძოლაში დავეხმარო.”– წერს სააკაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა