22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერაზე – ირაკლი კობახიძე კელი დეგნანს პასუხობს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

“ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერაზე. დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს ამაზე”- ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ამერიკის ელჩს, რომელმაც განაცხადა, რომ 8 ივლისს, ლგბტ პრაიდის მოწინააღმდეგე ადამიანები, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ, უნდა დაისაჯონ.

“მინდა შეგახსენოთ, როდესაც საუბარია დაჭერაზე, პირველ რიგში ჯერ რიგი უწევთ 7-8 მარტის მოძალადეებს და მერე შეიძლება დადგეს სხვისი ჯერი, ეს არ ვიცი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიპლომატის საქმე არ არის დაკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით. მადლობა ღმერთს, ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სამართალდამცველი ორგანოები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ თემაზე:

კელი დეგნანი 8 ივლისს, ლგბტ ფესტივალის მოწინააღმდეგე პირების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს