ბოლო ამბები
07/02/2025

ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო – ნინო ნადირაძე პოლონელ ექიმზე

გაზიარება

კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორ ნინო ნადირაძის თქმით, პოლონელმა ექიმმა, რომელმაც სააკაშვილის ნიმუშები ფეხსაცმელში ჩადო და ისე ცდილობდა გარეთ გამოტანას, მისი ეს ქცევა იმით ახსნა,  რომ ის ყველაფერს წინდებში ინახავს და ჯიბეები არ უყვარს.

ამის შესახებ ნინო ნადირაძემ მისი პოსტის კომენტარში დაწერა:

“პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა (აიღეს თავად პოლონელებმა ვივამედის ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე

წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე) რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით.

ყველაფერს წინდებში ვინახავო, ჯიბეები არ მიყვარსო, ასე თქვა, ოღონდ მართლა”– წერს ნინო ნადირაძე.

 

ამ თემაზე:

უცნაური შემთხვევა “ვივამედში” – პოლონეთიდან ჩამოსული ექიმი სააკაშვილის ნიმუშებს ფეხსაცმელში მალავდა (ვიდეო)

სხვა ამბების წაკითხვა