22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

იმედი და პოს ტვ მოვარდა, ხალხს შესვენებაზე, სადილზე დაადგა და ისტერიულ სიუჟეტებს უძღვნიან – ნათია მეზვრიშვილი

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ეხმიანება წინანდალში, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გამართულ შეხვედრას და ამბობს, რომ სახელისუფლებო მედიებმა ის “ისტერიულად” და შეთქმულების თეორიებით გააშუქეს.

“ე.ი. პოლიტიკურ პარტიებთან (სადაც ოცნებაც ჰყავდათ დაპატიჟებული), სამოქალაქო საზოგადოებასთან და ექსპერტებთან ერთად, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ორგანიზებით, წინანდალში ვესწრები ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, შინაარსობრივ დისკუსიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე, ეთნიკური უმცირესობების გამოწვევებზე, რაც როგორც სჩანს, ოცნებას არ დააინტერესა და არ მობრძანდნენ. “იმედი” და “პოს ტვ” მოვარდა, ხალხს შესვენებაზე სადილზე დაადგა და ისტერიულ სიუჟეტებს უძღვნიან.

მგონი უკვე ასჯერ ვთქვი, რომ არავისთან კოალიციას არ ვაპირებთ. ასევე, ასჯერ ვთქვი, რომ მონაწილეობას მივიღებ ნებისმიერ პარტიასთან (მათ შორის ოცნებასთან და ნაცმოძრაობასთან), ცალკეულ პოლიტიკოსებთან, ორგანიზაციებთან თუ ექსპერტებთან თემატურ შეხვედრებში და დისკუსიებში სახელმწიფოებრივ საკითხებზე და მოქალაქეთა რეალურ პრობლემებზე. ასე რომ დამშვიდდით, დაწყნარდით და საქმეს მიხედეთ (იმედი, პოსტვ)
შესვენებაზე ფოტოსაც გადავიღებ.

ჰო, მართლა, მთელი კონფერენცია მშვიდობაზეა”- წერს ნათია მეზვრიშვილი.