დავით არახამია, ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ ფეისბუქში წერს მის შთაბეჭდილებებზე:
“პირადად გავიცანი ნიკა გვარამია, რომელიც ჩემი მოწვევით ჩამოვიდა უკრაინის რადაში. ძალიან სწრაფად ვიპოვეთ საერთო ენა და ძალიან სწრაფად მივხვდი, რატომ ყავდა დატყვევებული ივანიშვილს სწორედ ნიკა. ვილაპარაკეთ უკრაინაზე, საქართველოზე და ჩვენს საერთო ტკივილზე – აფხაზეთზე.
მტერმა საკუთარი სახლებიდან დევნილებად გვაქცია, მაგრამ ჩვენ არასდროს ვტოვებთ სამშობლოს მტრის ხელში. ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენს მეხსიერებაში ყველაზე მკაფიოდ ჩვენი სახლების მისამართები ცოცხლობს. ყველაფერი გამოვა, ყველაფერი კარგად იქნება!”- წერს დავით არახამია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს