ბოლო ამბები
12/12/2024

როგორ აღმოჩნდნენ ერთად ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები?

გაზიარება

დღეს დილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება თეონა აქუბარდიას (სტრატეგია აღმაშენებელი) ეკა სეფაშვილის (ხალხის ძალა) და ნინო წილოსანის (“ქართული ოცნება) ერთობლივი ფოტო, რასაც ფეისბუქის მომხმარებელთა არაერთგვაროვანი გამოხმაურება/რეაქცია მოჰყვა.

მოქალაქეები წერენ, რომ გაუგებარია, მათი საჯარო დაპირისპირება იმ ფონზე, როდესაც გასვლით შეხვედრებზე ერთად დადიან და სამახსოვრო ფოტოებსაც იღებენ.

როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელი ნინო წილოსანი განმარტავს, გასულ კვირას, ქალთა ლიგის მოხალისეობრივი კურსის ფარგლებში, ქალი პარლამენტარები, აპარატის წევრები და სტუდენტები საველე გასვლითზე იმყოფებოდნენ, სადაც გენერალ მაზნიაშვილის ლეგიონის ტრენერებმა სამხედრო და სამოქალაქო მომზადების კურსი ჩაატარეს.

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს🙏🏻რომელმაც ეს დღე ჩვენთან ერთად გაატარა და გაგვიზიარა თავისი ძალიან საინტერესო გამოცდილება”– წერს ნინო წილოსანი.

სხვა ამბების წაკითხვა