ბოლო ამბები
15/10/2024

მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას – სააკაშვილი

გაზიარება

მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას.”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში და მოუწოდებს ხალხს, ნუ გაამახვილებენ ყურადღებას ექიმის ქცევაზე, რომელმაც ფარულად გამოიტანა მისი ბიოლოგიური ნიმუში.

სააკაშვილი ფიქრობს, რომ ეს არ არის სკანდალი.

“სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, ოთხთვენახევრიანი მოლოდინის და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, არამედ ჩემი სრულიად უსამართლო პატიმრობა.

სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე. სკანდალია ოლიგარქის მონების ყოველი განცხადება და მათი თავდასხმა დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე.

სკანდალია მთელი პროგრესული სამყაროსგან დაგმობილი და გარიყული რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და გმირულად მებრძოლი უკრაინისგან განდგომა.
დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას!”- წერს სააკაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა