22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

დაუჯერეთ ჩემს რჩევას, იფიქრეთ საკუთარ მომავალზე – თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

“ივანიშვილო! უნდა გაუშვათ მესამე პრეზიდენტი – სააკაშვილი, უნდა, უნდა გაუშვათ”- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში და მიმართავს ბიძინა ივანიშვილს:

“ნუ ირთულებთ საკუთარ ყოფას, ნურც ქვეყანას ურთულებთ, ნუ არცხვენთ ქვეყანას, სირცხვილია, რაც ხდება სახელმწიფოსთვის! გადაიყვანეთ სააკაშვილი დასავლეთის კლინიკაში!

ასე რამ შეგაშინა, ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი და მოგაგონდებათ ეს ჩემი რჩევა….. არ აჰყვეთ თქვენს გარშემო მოკალათებულ, თქვენით გამდიდრებულ და სასაცილოდ “გადიდკაცებულ” დროებითი გარემოს ფეიკ შემქმნელებს და მათ რჩევებს/

” ხარამხანის ვარდები” საშიშები არიან, სხვადასხვა ბაღჩა-ბაღებში ყვავილობას მიჩვეულნი! დაუჯერეთ ჩემს რჩევას, გადაიყვანეთ დასავლეთის კლინიკაში, იფიქრეთ საკუთარ მომავალზე, დაგიფასდებათ!”– წერს თაკო ჩარკვიანი.