ბოლო ამბები
11/10/2024

ბავშვობიდან (მათ) ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია – დაურ ბუავას სიტყვა ევროპარლამენტში

გაზიარება

აფხაზი ახალგაზრდა დაურ ბუავა ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც ისაუბრა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე და აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების განწყობებზე, რომელსაც რუსეთი ქმნის.

„30 წელია ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირი ინფორმაციაა… ბავშვობიდან (მათ) ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. მე თვითონ აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე, ბევრი რამ გავიგე. მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც აწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას.

აფხაზური ენაც კი საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ქართულ ენასთან გათანაბრებულია. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა კარგად არ არის ინფორმირებული. მათ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც უნდათ იცოდნენ… ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც, პრინციპში, 30 წლის წინ კონფლიქტი დააპროვოცირა – ეს იყო რუსეთი“ – განაცხადა დაურ ბუავამ, რომლის ციტატასაც ფეისბუქ გვერდი “აფხაზური ამბები” ავრცელებს.

დაურ ბუავა 2 წელზე მეტია რაც თბილისში ცხოვრობს.

სხვა ამბების წაკითხვა