22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

თურმე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის დედა არის ანტისახელმწიფოებრივი – მიხეილ სააკაშვილი

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

დედაჩემს ვივამედთან ტვ “ნადეჟდას” და მოპარული ,,რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები დახვდნენ და მისი იურისტები ,,ანტისახელმწიფოებრივ” ქმედებაში დაადანაშაულეს. რატომ მიწა არ გასკდება და არ ჩაიტანს ამდენ უტიფარ და ყოველგვარ ზნეობას მოკლებულ ცრუპენტელას.”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

“თურმე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის დედა არის ანტისახელმწიფოებრივი და ის დაავიწყდათ, რომ 2012 წელს ივანიშვილის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ, ასობით მილიონი დოლარის სარჩელების მოგერიებას ვერ ავუდიოდით.
მთელს მსოფლიოს რომ აჩვენეს ტელევიზიით ჩემი წამება, ეს იყო თურმე სახელმწიფოებრივი ქმედება.

საქართველო რომ რუსეთის კოლონია გახდა ეს ალბათ, საერთოდ სახელმწიფოებრიობის კულმინაციაა. ვინც ივანიშვილს ორუელი წააკითხა, იმან ცოტათი მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ აბსურდის თეატრზე.”- წერს სააკაშვილი.