ბოლო ამბები
18/03/2025

სანდრო დამიბრმავდა, დამიყრუვდა! მომეშველეთ, მიმატანინეთ ჩემი გულის ტკივილი საზოგადოებამდე – დედის მიმართვა

გაზიარება

1 წლისა და 7 თვის სანდრომ უკვე მძიმე ცხოვრება გაიარა, მას 5 ოპერაციის გადატანა მოუხდა და ახლა მე-6 ოპერაციისთვის ემზადება.

სამწუხაროდ, პატარა ბიჭუნას არ ჰყავს ბევრი გულშემატკივარი და მისი დედიკო ყველას გთხოვთ დახმარებას და ინფორმაციის გაზიარებას.

გთავაზობთ დედის,  მაკა ზარანდიას პოსტს:

“სანდრო დამიბრმავდა, მერე დამიყრუვდა ოთხი თვის ასაკში, ჩემი სანდრო 1 წლის და 7 თვისაა, წელიწადზე მეტია ვიბრძვით ჯანმრთელობისთვის, სანდროს აქვს ჰიდროცეფალია, მენინგიტი, გაუკეთდა 5 ოპერაცია თავზე, მაგრამ ისევ ჭირდება შუნტის გამოცვლა, მე-6ე ოპერაცია უნდა ჩატარდეს.

სულ ცუდად მყავს, თავიდან უნდა ჩაუყენონ შუნტი. თქვენ ჩემი იმედი ხართ, უფალს ვთხოვ კარგად ჩაიაროს, შემდგომ კი რეაბილიტაციაც მოგვიწევს გრძელვადიანი, არ მაქვს ფული და ვერ ვუმკლავდები. ვცხოვრობ ქირით ორ მცირე წლოვანთან ერთად, სოციალურიც შემიწყვიტეს და არ მიფინანსებენ არაფერს, ეს არის მწარე რეალობა. ყველა კვლევა ფასიანია, მკურნალობაზე აღარაფერს ვამბობ, არც გასაყიდი დამრჩა რამე, ვერც უცხოეთში მიმყავს. არ ვიცი რა ვქნა. უკვე აღარ ვიცი რა ვქნა,ვარ მარტოხელა დედა და ვცხოვრობ ქირით

გთხოვთ, აქამდე მოყვანილი სანდრო გადამარჩენინეთ ადამიანებო, სანდროს მხედველობის და სმენის დაკარგვას ვერ შევეგუები, გთხოვთ ადამიანებო მიმატანინეთ ჩემი გულის ტკივილი საზოგადოებამდე გამავრცელებინეთ, გეხვეწებითსანდროს აქვს ჰედროცეფალია, აქვს მენინგიტი ორჯერ გადატანილი, ჩაუტარდა ხუთიოპერაცია ვუკეთებთ მეექვსეს, მომეშველეთ”- წერს მაკა ზარანდია.

ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი:  #GE44BG0000000365994986

თიბისი ბანკი: #GE21TB7564645064300047

ლიბერთი ბანკი: #GE29LB0711154613074000

პირადი ნომერი: 19001068596

მიმღები დედა, მაკა ზარანდია

სხვა ამბების წაკითხვა