ბოლო ამბები
12/12/2024

ჩაანაცვლებდნენ ოფიციალურად აღებულ ნიმუშებს და პოლონეთის ლაბორატორიაში მიიტანდნენ მძიმე მეტალებით გაჟღენთილს – პიმენ ყურაშვილი პოლონელი ექიმის ქმედებაზე

გაზიარება

თუ ვინმეს კიდევ არ ესმის, წინდაში ჩადებული თმა და ფრჩხილი ემსახურებოდა შემდეგს:

ჩაანაცვლებდნენ ოფიციალურად აღებულ ნიმუშებს და პოლონეთის ლაბორატორიაში მიიტანდნენ მძიმე მეტალებით გაჟღენთილ ნიმუშს, იქაური ლაბორანტებიც დაამოწმებდნენ აუცილებლად, რომ ეს ნიმუში შეიცავს მძიმე მეტალებს ისე, რომ იმ ლაბორანტების მოთაფვლაც არ დასჭირდებოდათ.”- წერს ექიმი პიმენყურაშვილი სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება პოლონელი ექიმის მიერ, მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის ფარულად გატანის მცდელობის ფაქტს.

სხვა შემთხვევაში, ლაბორატორიაც უნდა მონახონ ისეთი, რომელიც ამ ექიმივით ნამუსგარეცხილია, რაც რთულია, მაგრამ მაინც შესრულებადი როგორც ჩანს. (სადაც ამან წინდაში ჩაიდო, იქ შესაბამისი ლაბორატორიაც მოინახება პოლონეთში).
შესაბამისად, პოლონეთში რაც ოფიციალურად წაიღეს, ეგ ანალიზებიც აღარავის აინტერესებს (ნორმალურს).

ამიტომ, არ უნდა დაიშვას აწი არცერთი ექიმი გარდა მისი მკურნალი ექიმებისა, არც მარიამ ჯიშკარიანისნაირი ექიმბაშები და მისი კონსილიუმისნაირი, არც პოლონელი, არც ამერიკელი და არც ავსტრალიელი ექიმები ამიერიდან.

უნდა შეიზღუდოს ასევე სხვა ადამიანების ვიზიტებიც. სტრასბურგის სასამართლომაც არ დააკმაყოფილა გადაყვანის მოთხოვნა. შესაბამისად არაფერს ემსახურება ზედმეტი ხალხის ვიზიტი. თემა დახურულია!”- წერს პიმენ ყურაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა