კელი დეგნანის განცხადებით, მას არ უნახავს დოკუმენტები, რომელიც ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა, სადაც წერია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ, დაქირავებული ლობისტებისთვის გადახდილ ხარჯებთან დაკავშირებით.
“მე არ მინახავს ეს დოკუმენტები“. – განაცხადა ამერიკის ელჩმა.
მანვე ისაუბრა კანონპროექტზე, რომელიც უცხოური დაფინანსების გამჭვრვალობას ეხებოდა და რასაც 7-8 მარტის აქციები მოჰყვა.
კელი დეგნანის თქმით, დიდი სხვაობაა ამერიკულ და “ქართული ოცნების” კანონებს შორის და ეს იყო რუსული კანონის ანალოგი.
„ვფიქრობ, ეს კანონპროექტი არის რუსული ტიპის და ორიენტირებულია არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
აშშ-ის აქტი ფოკუსირებულია ლობისტებზე და იურიდიულ ფირმებზე, რომლებიც დაქირავებულები არიან გარე წყაროების მიერ, რათა იმუშაონ ამ გარე წყაროების სასარგებლოდ.
ასე რომ, საკმაოდ მკაფიო განსხვავებაა აშშ-ს კანონსა და რუსულ კანონს შორის, რომელსაც საქართველოში კენჭი უყარეს.
ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კანონმა დამღუპველი გავლენა მოახდინა რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა უმეტესობა დაიხურა ან გავიდა ქვეყნიდან. ასე რომ, აშშ-ის კანონი, რომელიც ორიენტირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც დაქირავებულნი არიან უცხოელების მიერ უცხოელთა ინტერესებისთვის სამუშაოდ, სრულიად განსხვავებულია და უზრუნველყოფს გამჭვირვალობას. აქ, საქართველოში თქვენ უკვე გაქვთ გამჭვირვალობა დონორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშობისას“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს