ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონი უარყოფითად აფასებს კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით.
მის ამ კომენტარს ამერიკის საელჩოს ქართული ფეისბუქ გვერდი ავრცელებს:
“ცალსახაა, რომ ეს კანონი რუსეთის ინტერესებს ეფუძნება და არა საქართველოსას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ინტერესებშია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით უფრო მეტი მუშაობა.
ეს კანონი ამას არ აკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მართებული საქართველოსთვის. რაც ყველაზე მთავარია, ქართველები არ ფიქრობენ, რომ ეს მართებულია საქართველოსთვის. გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობაში ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვმუშაობთ მათი პრიორიტეტისთვის, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.
ვიცი ის, რომ ეს კანონი საქართველოსთვის არ მუშაობს. არ მუშაობს იმისთვის, რაც ქართველებს უნდათ, ანუ ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაში დავეხმაროთ და ამის კეთებას გავაგრძელებთ.” -ამბობს ტოდ რობინსონი.