ბოლო ამბები
25/01/2025

სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება

გაზიარება

თბილისის საკრებულოს წევრი ნაც.მოძრაობის სიით სოფო ჯაფარიძე, ამიერიდან მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება და ყველა მის პოზიციასა თუ განცხადებას უშუალოდ ის გაავრცელებს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს ბევრ სხვა სასარგებლო საქმესთან ერთად, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ. ასევე მაქსიმალურად გვერდში დამიდგეს ჩემთვის და ქვეყნისთვის ძალიან რთულ დროს, ეს არ ანაცვლებს პარტიის რაიმე ფუნქციას (თუმცა სოფო პარტიის აქტიური ლიდერია საკრებულოში).

არსებობს ბევრი სხვა საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს, ან არ ეხებოდეს პოლიტიკას. სოფოსთან ვთანამშრომლობთ უკვე მრავალი წელია. ის არის უნიჭიერესი და აქვს საზოგადოების დიდი ნდობა. მიხარია, რომ დათანხმდა.

სოფოს მეშვეობით მომაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და სოფოც მუდმივად გამომიგზავნის თავის ანალიზს. ასევე ვთხოვე, პერიოდულად იქამდე, სანამ ვარ რუსული რეჟიმის ტყვეობაში და არ მაქვს საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს.”- წერს სააკაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა