22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

კლინიკა “ვივამედი”-ს შტურმი არ შედგა

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

რამდენიმე დღის წინ, ბექა გრიგორიადისმა დააანონსა, რომ 25 ივლისს, საღამოს 8 საათზე კლინიკა “ვივამედში” შტურმით შეიჭრებოდა და მიხეილ სააკაშვილს ტყვეობიდან დაიხსნიდა, მაგრამ დათქმულ დღეს, ხალხი არ მივიდა.

ბექა გრიგორიადისი კლინიკის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა დაცვამ და პერსონალმა მას ტერიტორიის გადაღების საშუალება არ მისცეს და მოსთხოვეს შენობის დატოვება.

ტერიტორიის დატოვების შემდეგ, მან კლინიკის გარეთ ისაუბრა პირდაპირ ეთერში და აღნიშნა, რომ ხალხი არ არის, გარდა ამისა, შეჭრა არის დანაშაული, ხოლო იმისთვის, რომ სააკაშვილი დაიხსნან, საჭიროა მინიმუმ 25 ათასი ადამიანი “ვივამედთან”, ხოლო მეორე 25 ათასი იუსტიციის სამინისტროსთან.