ეს პატარა 3 დღის მარიამია, რომელიც დედამ მიატოვა, სამშობიაროს კარი მიიხურა და ბევრი თხოვნის მიუხედავად, უბრალოდ წავიდა.
ამის შესახებ პოსტს პირველი სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი, დიანა ხონელიძე აქვეყნებს ფეისბუქში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გულისტკივილი პისტია ეს… პოსტი მათთვის, ვისაც ჰგონია, ასეთი რამ აღარ ხდება, ვისაც სჯერა “საცოდავი” ადამიანების უბოროტობის, ვისაც ეიმედება საზოგადოება…
ამ ცეროდენა 3 დღის გოგოს მარიამი დაარქვა მისმა “დედამ”. ოღონდ ღვთისმშობელი და უფალი არაფერ შუაშია. ალბათ იმიტომ დაარქვა, რომ ეს სახელი მოაგონდა პირველი…
მარიამი დღეს სამშობიაროში დატოვეს… საწოლში ჩააწვინეს და უკან არ მოიხედეს. მან მხოლოდ ის დააშავა, რომ მის გამჩენს “პატიოსანი ქალის” სახელს შეულახავდა. მეზობელი და ნათესავი გაიგებდა მის არსებობას.
ბოლო წუთამდე გვეჯერა რომ გადაიფიქრებდა. არ იმოქმედა არც მუდარამ, არც თხოვნამ, არც სოც მუშაკის დახმარების დაპირებამ.
ხვალ სოციალური წაიყვანს, შეიძლება საუკეთესო დედ-მამა შეხვდეს, მაგრამ გამჩენი-დედის პირველი წუთების სიყვარულს ის ვეღარასდროს გამოცდის…
წევს მარტო და ექთნები უვლიან, სხვა დედები ეფერებიან… დასჯადი გახადეთ შვილის მიტოვება! არ არსებობს ამაზე დიდი ღალატი!”- წერს დიანა ხონელიძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს