სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს ქუჩის სათვალთვალო კამერის კადრებს, რომელიც 21 წლის ლაშა ღჟენტის ჩხრეკასა და დაკავებას ასახავს.
ლაშა ჟღენტმა მედიას აჩვენა სხეულზე დაზიანებები, რომელიც მისი თქმით, პოლიციელებმა მანქანაში მიაყენეს.
მომხდარ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს თანდართული ვიდეომასალით:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რათა ლაშა ჟღენტის დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას და საქმეში არსებულ მასალებს არ მიეცეს დამახინჯებული ინტერპრეტირება და არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ლაშა ჟღენტის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს გააკეთებს ლაშა ჟღენტის უფლებების და ინტერესების დასაცავად, რა მიზნითაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო პროცესი, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.
თუკი საქმეზე მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თავად ლაშა ღენტის მონათხრობით, ჩხრეკა იყო არაკორექტული ფორმებით, კერძოდ, მას ტრუსი გაუწიეს და სასქესო ორგანოზე შეეხნენ, მანქანაში კი მას ემუქრებოდნენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
დაკავების მონმენტში ადგილზე იმყოფებოდნენ ლაშას ძმა, ბებია და მეგობარი.
ფოტოზე ლაშა ჟღენტი, რომელმაც სხეულზე არსებული დაზიანებები აჩვენა მედიის წარმომადგენლებს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს