ბოლო ამბები
11/10/2024

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართული პოლიცია ერის სირცხვილია

გაზიარება

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართული პოლიცია ერის სირცხვილია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

სააკაშვილის პოსტი ჯერ უკრაინულ, ბოლოს კი ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული:

“გუშინ, იმ ბათუმელებს, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ პროპაგანდისტულ გემს, ქვებს ესროდნენ ის რუსები, რომლებიც გამოექცნენ მობილიზაციას რუსეთიდან საქართველოში. მათ მონახეს საკუთარი ფრონტი.

რა თქმა უნდა, ქართული პოლიცია, რომლითაც ჩვენ ოდესღაც ვამაყობდით, ხოლო ახლა გადაქცეულია ერის სირცხვილად, მათ ხელს არ უშლიდა. სამაგიეროდ, ძალიან უხეშად შეტენა მანქანაში და დააკავა ძალიან მშვიდობიანი და ინტელექტუალი უკრაინელი ქალი – მარინა ჩობანიანი.

მე ავაშენე ბათუმი – და დღეს ის ღორძაღლების პოლიგონადაა გადაქცეული. მე შევქმენი ქართული პოლიცია – და მე მათ მაგივრად მრცხვენია. მე ვარ უკრაინელი პასპორტით და სულით და ჩემთვის მტკივნეულია, როცა ჩემს თანამოქალაქეებს ამცირებენ დღისით-მზისით.

ამიტომ, როგორც უკრაინელი და როგორც ქართველი ერთდროულად, ვიბრძოლებ ამ აღვირახსნილი უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენ უბრალოდ უფლება არ გვაქვს, რომ არ გავიმარჯვოთ.”– წერს სააკაშვილი.

 

სხვა ამბების წაკითხვა