რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ – განაცხადა რუსმა ტელეწამყვანმა ოლგა სკაბეევამ.
ინფორმაციას ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
„რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ. რამდენ შეურაცხყოფას და სიბინძურეს ხვდებით იქ ყოველ ჯერზე და ამის მიუხედავად რუსი ტურისტები ამ დანაშაულებრივი რეჟიმის სპონსორობას მაინც განაგრძობენ.” – განაცხადა ოლგა სკაბეევამ.
შეგახსენებთ, რომ ოლგა სკაბეევამ საქართველოში 2018 წელს დაისვენა. ინსტაგრამზე მან დაწერა – “თბილისი სიყვარულია”.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს