ბოლო ამბები
12/09/2024

შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

გაზიარება

შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია უკვე დადასტურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. ადგილზე 400 მეხანძრე მაშველია მობილიზებული და 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სხვა ამბების წაკითხვა