ბოლო ამბები
03/11/2025

7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

გაზიარება

რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოლო ინფორმაციით შოვში, მეწყერის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. 210 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ამ დრომდე მიმდინარეობს დაკარგულების ძებნა.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა