ბოლო ამბები
17/09/2024

ჩემი შვილი, 4 წლის შვილიშვილი და რძალი დამიბრუნა ღმერთმა – სტიქიას გადარჩენილი ოჯახის სასიხარულო ამბავი

გაზიარება

ჩემი შვილი, 4 წლის შვილიშვილი და რძალი დამიბრუნა ღმერთმა. იმ კოტეჯებში ცხოვრობდნენ.”- წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში, რომლის ოჯახის წევრებიც შოვში მეწყერის ჩამოწოლისას სტიქიის ზონაში მოყვნენ.

“გარეთ იყვნენ, როცა მთა წამოვიდა. ბავშვი ხელში ეჭირა ჩემ შვილს და რძალი წინიდან აწვებოდა, რომ არ წაქცეულიყვნენ. მერე ვერ მოერივნენ დარტყმას და წააქცია მეწყერმა. ძლივს ეჭირა ცოლ-შვილი, რომ მეწყერს არ წაეღო. მერე ბეჭებზე შეისვა შვილი და ოთხზე ხოხვით გამოიყვანა. შიგ მეწყერში იდგნენ, ვერსად მივდიოდითო. ტყის შემოვლით რაჭველი ბიჭები მისულან, გაუდიათ ფიცრები და ისე გამოუყვანიათ. ღმერთმა დალოცოს ყველა. ვერტმფრენი ძალიან გვიან მივიდა. დრონით იპოვეს ჩემები და გამოიყვანეს. მეზობლები ხეზე ასულან, ხიანად მოუგლეჯია და წაუღია. ღმერთო რა გადაიტანეს ვერც ვხსნი. მადლობა ღმერთს, რომ დაბრუნდნენ. უკვე სახლში არიან. ღმერთო ყველას დაუბრუნე მისი ოჯახის წევრი მშვიდობით” – წერს მოქალაქე Tea Tea სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა