ბოლო ამბები
მაისი 30, 2024

TV პირველს მინდა მივმართო – თქვენ ხართ სამარცხვინოები – კახა კალაძე (ვიდეო)

აგვ4,2023
გაზიარება

“თქვენ ხართ სამარცხვინოები”- მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტვ “პირველი”-ს ჟურნალისტებსა და ხელმძღვანელ პირებს.

“კონკრეტულად „TV პირველს“ მინდა მივმართო, თქვენ ხართ სამარცხვინოები, როდესაც ასეთი ტრაგედიისა და უბედურების ფონზე, ამგვარ სპეკულაციებს ავრცელებთ. სამარცხვინოები ხართ მთლიანად თქვენი კოლექტივი, თქვენ ხელმძღვანელებთან ერთად. ასაუბრებთ ადამიანს, ქალბატონს, რომელიც უდიდესი უბედურების წინაშე დგას, ეძებს ოჯახის წევრებს და სპეკულირებთ, თითქოს, ჩემმა შვილებმა გამოიყენეს ვერტმფრენი და მისი საშუალებით დატოვეს
ტერიტორია.

მადლობელი ვარ ღმერთის, რომ შვილები გადამირჩინა, თუმცა, ვთქვათ, იქ რომ ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ, არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ უნდა გადმოეყვანათ? საერთოდ არ მესმის, რაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამარცხვინოები ხართ, როდესაც ასეთ მიზანმიმართულ სიბინძურეს ავრცელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა